KA
Prometheus Cave - Nature’s Gift to Adventurous Travelers

პრომეთეს მღვიმე

საქართველო ულამაზესი ლანდშაფტებისა და გასაოცარი ბუნების ქვეყანაა, თუმცა ეს სანახაობა ბუნების ძეგლებიდან ნამდვილად გამორჩეული ადგილია - ფერადი შუქებით განათებული გაქვავებული მიწისქვეშა ჩანჩქერები, ტბები, ქვის ფარდების მსგავსი მღვიმური ფორმები, ჰელიქტიტები, ანთოდიტები და განუმეორებელი ჩამონაღვენთები არასოდეს დაგავიწყდება. ეს  პრომეთეს მღვიმეა, რომელსაც ყოველწლიურად 200 000 ადამიანი სტუმრობს.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
წყალტუბო

სად მდებარეობს მღვიმე?

60-70 მილიონი წლის წინათ მიწიდან 40 მეტრის სიღრმეში წარმოქმნილი კარსტული მღვიმე ქუთაისიდან 40 კმ-ში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში მდებარეობს. ჰორიზონტალური მღვიმის სიგრძე 1,8 კმ-ია, შესასვლელის სიმაღლე - 3,5-4 მეტრი, სიგანე კი - 7 მეტრი.  

რას ნახავ მღვიმეში?

აქ 22 სხვადასხვა ზომის დარბაზია და მათგან ტურისტებისთვის ექვსია ხელმისაწვდომი: „არგონავტების დარბაზი“, „კოლხეთის დარბაზი“, „მედეას დარბაზი“, „სიყვარულის დარბაზი“, „პრომეთეს დარბაზი“ და „იბერიის დარბაზი“. 

მღვიმეში 1420 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკია, სანაოსნო მონაკვეთის სიგრძე კი 380 მეტრია. კიბე  880 საფეხურისგან შედგება. საფეხმავლო ბილიკს 380 მეტრი სიგრძის ტბასთან მიჰყავხარ, სადაც შეგიძლია სასიამოვნო მუსიკისა და ლაზერშოუს თანხლებით ნავით გაისეირნო. 

მღვიმეში წყალმცენარეების 19 სახეობაც შეგხვდება. აქ მწერების, უხერხემლოებისა და მოლუსკების 40-მდე სახეობა ბინადრობს და აღმოჩენილია მღვიმური დათვის ჩონჩხის ფრაგმენტები, ცარცული პერიოდის ზღვის ვარსკვლავები, მოლუსკები და სხვა.  

თავისი მიკროკლიმატით პრომეთეს მღვიმე ასთმით დაავადებული ადამიანებისთვის ეფექტიანი თერაპიაა და მისი დათვალიერება შესაძლებელია როგორც ფეხით, ისე ნავით.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა