KA
Alaverdi Monastery – One of the Largest Church Buildings in Kakheti

ალავერდი

„ალავერდი იყო და არის საკათედრო ტაძარი და მონასტერი“, რომელიც XI საუკუნეში აშენდა და ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად გამორჩეული ნაგებობაა. ზუსტად ამ პერიოდში აშენდა ბაგრატის ტაძარი ქუთაისში, სვეტიცხოველი - მცხეთაში და ოშკი - ტაო-კლარჯეთში. 
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
თელავი

სად მდებარეობს ალავერდის მონასტერი?

კახეთში, თელავიდან 20 კილომეტრში, უკიდეგანოდ გაშლილ ალაზნის ველზე აღმართული დიდებული ტაძარი უმშვენიერესი სანახავია, რომლის უკანაც თოვლიანი კავკასიონი მოჩანს. ალავერდის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისაგან შედგება: წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, ფეიქარ-ხანის სასახლე, მარანი და აბანო. წმ. გიორგის ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში და მისი სიმაღლე გუმბათიანად 40 მეტრს აღემატება.

ალავერდის მონასტრის ფრესკები

ტაძრის მნიშვნელოვანი ფრესკები XI საუკუნისაა, ნაწილი კი - XV-XVII საუკუნეებში შესრულებული. განსაკუთრებით საინტერესოა საკურთხევლის სვეტების ორნამენტები - დიდი ზომის ყურძნის მტევნები, რაც ხაზს უსვამს კახეთში მევენახეობა-მეღვინეობის მნიშვნელობას.

ალავერდის მონასტრის ისტორია

საუკუნეთა მანძილზე ალავერდი სასულიერო-კულტურული ცენტრი იყო. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი მწერლები, კალიგრაფები და მწიგნობრები.

ამ მხარეში მტრის შემოსევებისა და მიწისძვრების გამო ტაძარი ხშირად ზიანდებოდა, თუმცა მის აღდგენას ყოველთვის ახერხებდნენ. სწორედ ამის გამო შეინარჩუნა ალავერდის მონასტერმა პირვანდელი იერსახე.

საბჭოთა ხელისუფლების დროს თავად ტაძარში ფერმა იყო განთავსებული, საუკუნოვან  თიხის ქვევრებს კი ტრაქტორების საწვავის ავზებად იყენებდნენ. დღეს ეს ქვევრები სამუზეუმო ექსპონატებია ალავერდის სამონასტრო ღვინის მარანში, რომელიც XI საუკუნის მარნის საფუძველზე მოეწყო. 

ამჟამად ალავერდში მამათა მონასტერი ფუნქციონირებს და ყოველწლიურად, 27 სექტემბერს, ტაძრის დღესასწაული „ალავერდობა“ იმართება.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა