KA
History of Georgia

ხერთვისის ციხე

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნაგებობების უმრავლესობა საუკუნეებს ითვლის, რადგან ეს უძველესი ისტორიისა და კულტურის ქვეყანაა, სადაც ყოველ ქალაქსა თუ სოფელში გამორჩეული არქიტექტურის ძეგლებს შეხვდები. ხერთვისის ციხე-დარბაზი სწორედ ასეთი, ერთ-ერთი უძველესი და კარგად შემონახული ნაგებობაა, რომელიც, ისტორიული წყაროების მიხედვით, სავარაუდოდ, X საუკუნეში უკვე არსებობდა. 
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ასპინძა

სად მდებარეობს ხერთვისის ციხე?

ციხესიმაგრე ორი მდინარის - ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, ღრმა ხეობაში, კლდოვან კონცხზეა აშენებული. ციხე თითქოს კლდესთანაა შეზრდილი და მისი კლდისგან გარჩევა საკმაოდ რთულია.

ხერთვისის ციხის სტრუქტურა

ხერთვისის ციხე ციტადელისა და გალავნისგან შედგება. კედლები მძლავრი და მონუმენტურია, შიდა ტერიტორია კი რამდენიმე მონაკვეთადაა დაყოფილი. აქ დარბაზული ტიპის მცირე ეკლესიასა და სხვა ნაგებობათა ნაშთსაც შეხვდები.

ძველ დროში ციხესიმაგრე ჩრდილო-დასავლეთით არსებული გვირაბით მდინარის წყლით მარაგდებოდა.

ხერთვისი მარტო ციხესიმაგრე არ ყოფილა, აქ ფეოდალის რეზიდენციაც იყო. იმის გათვალისწინებით, რომ საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდნენ ხერთვისის მფლობელები - მაღალი წრის ქართველი საერო პირები თუ უცხოელი დამპყრობლები, ციხე-დარბაზი არაერთხელ განუახლებიათ - აქ ყველა მფლობელს გარკვეული ცვლილებები შეჰქონდა. 

ხერთვისის ციხე დღეს

ამჟამად ხერთვისის ისტორიულ ციხეზე კომფორტული საფეხმავლო ბილიკი ადის და დამთვალიერებლებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურაც მოწყობილია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა