KA
Okatse Canyon – Imereti’s Green Nature Monument

ოკაცეს კანიონი

მსოფლიოს ცნობილი კანიონებისგან საქართველოს კანიონებს, უპირველეს ყოვლისა, ფერები განასხვავებს. მწვანედ შეფერილი აქ არა მხოლოდ მდინარეები, არამედ ტბები და მთებიც დაგხვდება.
რეგიონი
იმერეთი
რეგიონი
ქუთაისი

სად მდებარეობს ოკაცეს კანიონი?

ოკაცეს კანიონი ჩვენი ქვეყნის გასაოცარი ადგილებიდან ერთ-ერთია და იქამდე მისვლას საკმაოდ ადვილად შეძლებ. კანიონი იმერეთში, ქუთაისიდან 50 კმ-ში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა გორდთან მდებარეობს. სამეგრელოს მმართველმა დადიანებმა ეს სოფელი საზაფხულო რეზიდენციად სწორედ უნიკალური კლიმატის გამო აირჩიეს. სანახაობებით სავსე გზა სწორედ გორდიდან იწყება. 

ვიზიტორთა ცენტრიდან კანიონის კიდულ ბილიკამდე 2 კილომეტრზე მეტია. იქამდე მანქანითაც შეიძლება მისვლა, მაგრამ, თუ სურვილი გაქვს, ფეხით წასვლასაც შეძლებ. ქვაფენილი გადის უძველესი ხეებით სავსე დაბურულ ტყეში, რომელიც დადიანების საზაფხულო სასახლეს ესაზღვრებოდა.

რა უნდა იცოდე ოკაცეს კანიონზე?

ოკაცეს კანიონი 2 კმ სიგრძისაა. მისი სიგანე ცვალებადია - ზოგან 15-20 მეტრს აღწევს, ზოგან კი 3-6 მეტრია. რაც შეეხება მის სიღრმეს, ის 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. მდინარის, მაღალი მთებისა და სიმწვანის გარდა, აქ წყალუხვი ჩანჩქერები და ულამაზესი ტბებიც შეგხვდება. 

მთელ ამ სილამაზეს კანიონის გამჭვირვალესაფარიანი კიდული ბილიკიდან დაათვალიერებ. ბილიკის სიგრძე 780 მეტრია, ის ციცაბო კლდეს მიუყვება, მაგრამ ძალიან კომფორტულია.

ბილიკის ბოლოს პანორამული გადასახედია. აქვეა დამონტაჟებული სმარტ-სელფის აპარატი, რომელიც საუცხოო მომენტების დაფიქსირებაში დაგეხმარება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა