მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მუდმივად უწევდა ომები დამპყრობლებთან, ჩვენმა ქვეყანამ მაინც შეძლო და შეინარჩუნა თვითმყოფადი ხუროთმოძღვრება, ენა, უნიკალური დამწერლობა, ლიტერატურა, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ხელოვნება, გასტრონომიული ტრადიციები და სხვა. როდესაც საქართველოში იმოგზაურებ, შენ წინ მრავალსაუკუნოვანი ისტორია გადაიშლება და პასუხი კითხვაზე „რატომ საქართველო?“ სულ რამდენიმე საათში გეცოდინება.