ქართულ კულტურაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა გაგონილ ამბებს საკუთარი თვალით ნანახი სჯობს, ამიტომ, ეწვიე ქართულ ქალაქებს, სოფლებს, ტაძრებს, ეზიარე ქართულ ფოლკლორს, ტრადიციებს, დაათვალიერე მუზეუმები, ქუჩაში გამოფენილი ნაკეთობები, დაესწარი სპექტაკლებს, უყურე ქართულ კინოს, დააგემოვნე ქართული კერძები და შენც იამაყე ამ განუმეორებელი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობით.