ეს საქართველოში ერთადერთი ეკლესიაა, რომელსაც კარი არ აქვს. ის არასდროს იკეტება და ადამიანებს სალოცავში შესვლა ნებისმიერ დროს შეუძლიათ.
გოგნის წინდა გიორგის ეკლესია რეგიონ იმერეთში, თერჯოლიდან 12 კილომეტრში, ულამაზესი ურთხლის ტყეში, მაღალ გორაზე დგას. ეს პატარა ერთნავიანი სალოცავი VII-VIII საუკუნეებში ქვითკირითაა აშენებული. წელიწადში ორჯერ, გიორგობას, ამ ადგილს უამრავი მომლოცველი სტუმრობს და წმინდა გიორგის სურვილების ასრულებას სთხოვს.
წმინდა გიორგი საქართველოში გამორჩეული წმინდანია. მის სახელზე ქვეყანაში 365 ეკლესიაა აგებული. ქართველები გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ: 6 მაისს - წმინდანის დაბადების დღეს და 23 ნოემბერს - როცა ის ბორბალზე აწამეს.
გადმოცემის თანახმად, ვინც ამ დღეებში ტაძარს სამჯერ შემოუვლის, ყველა სურვილი აუსრულდება. თუ გოგნის სალოცავს გიორგობას ეწვევით, თავად იხილავთ ტაძრისკენ მიმავალ ათასობით ადამიანს, რომელთა უმეტესობა გზას ფეხშიშველი მიუყვება.